საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე ხმაური იყო

თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე ხმაური იყო. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეკამათება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის რამდენიმე წევრს საკრებულოში შესვლის უფლება არ მისცეს.

აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა თბილისის საკრებულოს ცენტრალური შესავლელიდან გვერდითა შესასვლელთან გადაინაცვლეს, სადაც კარის გაღება და შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არც ამ შემთხვევაში მისცა. აღნიშნული აქციის მონაწილეებმა კარზე ხელების ბრახუნით გააპროტესტეს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა ადგილზე ნაგვის ურნაც მიიტანეს, რაც მათივე თქმით, არსებულ ვითარებას ასახავს.

აქციის მონაწილეები საკრებულოს დეპუტატის , ერეკლე კუხიანიძის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებას მოითხოვენ.

„ეს ადამიანი პოლიტიკურად მიცვალებულია. მას არაფერი ესაქმება საკრებულოში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია