რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილმა 10 წლის ნორმა 1 წელში შეასრულა და ყველანაირი შეცდომის ლიმიტი ამოწურა

„ამ ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა იმდენი განცხადება გააკეთა და იმდენი ქმედება ჩაიდინა, რომელიც 10 წლის განმავლობაში ეყოფოდა არაკვალიფიცირებულ და უგუნურ პრეზიდენტს. 10 წლის ნორმა სალომე ზურაბიშვილმა 1 წელში შეასრულა," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის 1 წელი შეაფასა. მისი თქმით, ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთი წელი შეიძლება ერთი ფრაზით შეფასდეს: "ის მოსიარულე და მოლაპარაკე საფრთხეა".

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთი წელი შეიძლება შევაფასოთ ერთი ფრაზით: ის გახლავთ მოსიარულე და მოლაპარაკე საფრთხე. რაც ნაკლებს ილაპარაკებს და რაც ნაკლებს ივლის, ქვეყნის ინტერესებისთვის უკეთესი იქნება. ამ ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა იმდენი განცხადება და ქმედება ჩაიდინა, რომელიც 10 წლის განმავლობაში ეყოფოდა არაკვალიფიცირებულ და უგუნურ პრეზიდენტს. 10 წლის ნორმა სალომე ზურაბიშვილმა 1 წელში შეასრულა და ყველანაირი შეცდომის ლიმიტი ამოწურა. ყოველი მისი გამოჩენა ან საზღვარგარეთ გასვლა იწვევს შიშის გრძნობას, რომ ქვეყნის ინტერესები არ დააზიანოს. პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე ეკისრება "ქართულ ოცნებას" და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ვალების ჩამოწერითა და სხვა მანიპულაციებით ქალბატონ სალომეს პრეზიდენტობა უყიდა,"- განაცხადა გოცირიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს