გიორგი ტყემალაძის განცხადებით,  უმრავლესობა ერეკლე კუხიანიძის განცხადებასთან დაკავშირებით იმსჯელებს

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ხვალ გაიმართება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით.

ამასთან, გიორგი ტყემალაძე ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც ერეკლე კუხიანიძემ გააკეთა.

„ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ზოგადად ასეთი განცხადებების გაკეთება არის მიუღებელი.

ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და რა გადაწყვწტილებები იქნება მიღებული, ამას შეიტყობთ", - განაცხადა ტყემალაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის წევრებმა და მოქალაქეებმა თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი პროტესტის მიზეზი კუხიანიძის ის „ფეისბუქ პოსტია“, რომელიც დეპუტატმა საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით დაწერა.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო