ლევან კობერიძე ბოკერიაზე - ხელისუფლების ქმედებებზე კითხვები იბადება ანგაჟირებული პროცესისა და პროკურატურის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენების თვალსაზრისით

„ხელისუფლების ქმედებებთან მიმართებაში ლეგიტიმური კითხვები იბადება პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესისა და პროკურატურის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენების თვალსაზრისით", - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიგა ბოკერიას წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს. მისი შეფასებით, დაგვიანებული სამართლიანობის აღსრულება იგივეა, რაც სამართლიანობის არაღსრულება.

"2012 წელს არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" ბევრი ვინმე იყო დასაჭერი, მაგრამ არ დავიჭირეთ, გავუფრთხილდით დემოკრატიის მაღალ სტანდარტსო. საუბარი იყო იმ პირებზე, რომლებზეც რატომღაც არა მაშინ, არამედ ახლა დაიწყეს თაროზე შემოდებული საქმეების გადმოღება. მაშინ თუ დემოკრატიის სტანდარტს უფრთხილდებოდნენ, ახლა აღარ არის დემოკრატია მნიშვნელოვანი? თუ წინასაარჩევნო პერიოდში დაინახა " ქართულმა ოცნებამ", რომ მნიშვნელოვნად შემცირდა მისი რეიტინგი? ბუნებრივია, კითხვა იბადება, რომ ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესია და არა მხოლოდ სამართლებრივი. დაგვიანებული სამარლიანობის აღსრულება იგივეა, რაც სამართლიანობის არაღსრულება. ახლა უკვე ხელისუფლების ქმედებებთან მიმართებაში ლეგიტიმური კითხვები იბადება პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესისა და პროკურატურის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენების თვალსაზრისით,"- განაცხადა კობერიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო