გერმანიის ელჩი საქართველოში - თუ სახლს ერთად აშენებთ, ზევიდან თავში ჩარტყმის მცდელობა კარგი არ არის

თუ სახლს ერთად აშენებთ, ერთმანეთს თავში არ უნდა ჩაარტყათ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე, საჭიროა პოლიტიკის დეპოლარიზაციის გარკვეული მაჩვენებელი.

„თუ სახლს ერთად აშენებ, ზევიდან თავში ჩარტყმის მცდელობა კარგი არ არის. თუ გინდა მიაღწიო წარმატებას დიდ სტრატეგიულ პროექტთან დაკავშირებით, გჭირდება დეპოლარიზაცია, უნდა გქონდეთ ერთად მუშაობის უნარი“,-განაცხადა ჰუბერტ ქნირშიმ.

იგი ასევე გამოეხმაურა საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესს და განაცხადა, რომ დიალოგი გრძელდება.

„დიალოგი არ ჩავარდნილა, რადგან ის გრძელდება. ჩვენ სავარაუდოდ, დღესასწაულებზე შეგვისვენებთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ იქამდე გარკვეულ წარმატებას მივაღწევთ. საერთაშორისო თანამეგობრობა მუშაობს, რომ განაგრძოს შუამავლობა და მხარეებიც განიხილავს ყველა წინადადებას“,-განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო