ლევან კობერიძე - მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნება“ ერეკლე კუხიანიძის განცხადებასთან მიმართებაში რა სანქციას გაატარებს

ძალიან მნიშვნელოვანია, თავად "ქართული ოცნება" რა სანქციას გაატარებს და რა პოზიციას დაიჭერს ერეკლე კუხიანიძის განცხადებებთან მიმართებაში, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებას ვაჟა გაფრინდაშვილთან და მის ოჯახთან მიმართებაში. კობერიძის შეფასებით, არც ადამიანურ და არც სახელმწიფოებრივ ინტერესებში მსგავსი განცხადებები არ ჯდება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, თავად "ქართული ოცნება" რა სანქციას გაატარებს და რა პოზიციას დაიჭერს ერეკლე კუხიანიძის განცხადებებთან მიმართებაში. მე უფრო ის მაინტერესებს, "ქართული ოცნება" რა პოზიციას დაიკავებს, თავისი წევრის ამ განცხადებაზე: ან უნდა გაემიჯნოს ძალიან მკაფიოდ და თქვას, რომ არათუ გმობს, არამედ ეს საზოგადოებისთვის დამაზიანებელი განცხადებებია, ან უნდა თქვას, რომ თავის წევრს მკაცრს სანქციებს წამოუყენებს. გვახსოვს, პარტიიდან გარიცხული ადამიანები განსხვავებული მოსაზრებისთვის. ხელისუფლების მხრიდან რაც მოვისმინეთ, მხოლოდ ის იყო, რომ ალბათ, გაცხარებულ გულზე რაღაც თქვაო. გაცხარებულ გულზე და ცუდ ხასიათზე ერთმანეთს სამზარეულოსა და კაფეებში ესაუბრონ, ერეკლე კუხიანიძის განცხადება კი ქვეყნისთვის დამაზინებელი და ამორალური განცხადებაა. არც ადამიანურ და არც სახელმწიფოებრივ ხედვაში არ ჯდება, რომ შენი მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საპყრობილეში იმყოფებოდეს და შენ მასზე მსგავს განცხადებებს აკეთებდე. ეს რუსეთის ინტერესებზე ასხამს წყალს,“ - განაცხადა კობერიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა