თინა ბოკუჩავა სალომე ზურაბიშვილის ერთწლიან საქმიანობაზე - ბუტაფორია და მოსიარულე სკანდალი

ბუტაფორია და მოსიარულე სკანდალი, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილიერთწლიან საქმიანობას.

ამასთან, თინა ბოკუჩავამ დიასპორებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაც შეაფასა, კერძოდ, საუბარია ინიციატივაზე, რომლის თანახმად, პარლამენტში დიასპორა უნდა იყოს წარმოდგენილი.

„კი ბატონო, ზოგადად წარმომადგენლობით სიებს მივესალმები, მათ შორის იმას, რომ წარმომადგენლობითი იყოს გენდერული ნიშნით, თუმცა, დღეს საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით ყველაზე ფუნდამენტური არის ის, რომ ადამიანებს რეალურად ჰქონდეთ არჩევანის საშუალება, ეს იქნება ან პროპორციული სრულად, რასაც ივანიშვილი დაპირდა საზოგადოებას და მოატყუა, ან ე.წ. გერმანული მოდელი, რაც ფაქტობრივად იგივე შედეგს იძლევა, რასაც გვაძლევდა პროპორციული. ეს არის ყველაზე ფუნდამენტური საკითხი და ამაზე უნდა პოზიციონირებდეს პრეზიდენტი, მაგრამ პრეზიდენტი არ გვყავს, გვყავს ბუტაფორია.

ყოველდღიურად პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც სკამი უყიდა ივანიშვილმა და ამიტომ ის სრული ბუტაფორიაა, ნაცვლად იმისა, რომ იყოს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, არის მოსიარულე სკანდალი, რომელიც ყოველდღიურად ამტკიცებს იმას, რომ როცა ხელისუფლება შეიცვლება და ეს ძალიან მალე მოხდება, დადგება მისი იმპიჩმენტის საკითხი,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო