ლევან კობერიძე რომან კაკულიას - ბატონო რომან, ძალიან შეგჭამათ კონიუნქტურამ - ძალიან სხვანაირად გამოიყურებოდით 2016-2017 წლებში

ბატონო რომან, ძალიან შეგჭამათ კონიუნქტურამ. ძალიან სხვანაირად გამოიყურებოდით 2016-2017 წლებში, - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ამავე კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას მიმართა.

დეპუტატებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან კობერიძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშზე შენიშვნების გამოთქმის საშუალებას ითხოვდა. რომან კაკულიამ მას რამდენჯერმე მიუთითა, რომ საკითხის განხილვა უკვე დასრულდა და მისი დაგვიანებით მისვლის გამო, მის ხელახლა განხილვას ვერ დაიწყებდნენ. მოგვიანებით, ლევან კობერიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს ამავე საკითხე სამუშაო შეხვედრის ფორმატი შესთავაზა, რაზეც კაკულიამ უპასუხა, რომ თუ ამას გადაწყვეტს, შეატყობინებს.

აღნიშნულის შემდეგ, ლევან კობერიძემ მას მიმართა, რომ იგი ძალიან შეცვლილია და რომ „კონიუნქტურამ შეჭამა".

„დიდი მადლობა. დიდი ხანია თქვენგან ამ კომპლიმენტს ველოდი და ტელევიზიების წინ რომ მივიღე, დიდი მადლობა. თქვენც ისეთი სწრაფი ტემპებით იცვლებით, რომ ძალიან მალე იქნება ეს ყველაფერი", - უპასუხა მას რომან კაკულიამ.

თავის მხრივ, ლევან კობერიძემ მას უთხრა, რომ „თუ ასე გააგრძელებს, ასეთ კომპლიმენტებს არ მოაკლებს."

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა