სერგო რატიანი თალაკვაძეს - ციხეში შესვლას ვითხოვთ და 20 ივნისის მოვლენებზე დაკავებულების მონახულებას, რატომ არ მოგვეცით ნებართვა?

ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვითხოვთ ციხეში შესვლას და 20 ივნისის მოვლენებისას დაკავებული პატიმრების მონახულებას. რატომ არ მოგვეცით ნებართვა? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა სერგო რატიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.

რატიანის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებულების მიმართ ზეწოლა ხორციელდება.

„ესენი არიან თქვენი პოლიტიკური ძალის მძევლები. ეს არაა ჩვენი პრივილეგია, სადღაც მივიდეთ ან არ მივიდეთ, ეს არის ჩვენი მოვალეობა ვაწარმოოთ მონიტორინგი. იგივე გიორგი რურუასთან დაავშირებით მოვითხოვეთ შესვლა და თქვენ არ დაგვრთეთ ნება. არც კი გვიპასუხეთ და ეს არის შემაშფოთებელი. 2012 წლიდან არაერთი პარალმენტის თავმჯდომარე ყოფილა და არც ერთ მათგანს, ყველაზე უფრო მწვავე სიტუაციაშიც კი, არ უკადრია რომ ეს დაეშალა. თქვენ ეს გააკეთეთ. ეს არის მართლაც შემაშფოთებელი. ახლა აგვიხსენით რატომ გააკეთეთ ეს და როდის შეგვიშვებთ?!“ - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, საპატიმროში დაკავებულების მონახულება და ინფორმაციის მიღება საზოგადოებაში მუხტს დაამშვიდებს.

„აღმოჩნდა რომ ერთ-ერთ დაკავებულზე მიმდინარეობს ზეწოლა. დღეს ადვოკატი საუბრობდა იმაზე, რომ 2 თუ 3 პირი შევიდა მასთან საკანში და ზეწოლას ახორციელებდა, რომ მას მიეცა ჩვენება. მეორე შემთხვევაში ოპერაციაა გაკეთებული, მშობლები ნერვიულობენ. დღეს მშობლებს არ უშვებდით პარლამენტში, ძლივს მივაღწიეთ იმას რომ სოფო კილაძეს შეხვედროდნენ. ჩვენი ნდობა თქვენს მიმართ და საზოგადოების ნდობა არის ნულის ტოლი. აუცილებელია რომ ჩვენ შევიდეთ ამ ადამიანებთან და მოვინახულოთ. როგორ არ გესმით თქვენ, რომ ეს არის საზოგადოების დაწყანრება. არაერთხელ შევსულვართ, მე, ელენე ხოშტარია და რომ გამოვდივართ იქიდან ერთხელ ყოფილა პოლიტიკური აჟიოტაჟი? ეს არის ჩვენი უფლება რომ მონიტორინგი ვაწარმოოთ.

20 ივნისსს დაკავებულ პირებთან დაკავშირებით არც ერთ თქვენგანს არ მოსვლია აზრად რომ ენახათ. იქ არ არიან ჩვენი მომხრეები ან ჩვენი პარტიის წევრები, იქ არიან მოქალაქეები, რომლებიც პირველად იყვნენ იქ მისულები. დააკავეთ და არიან მძევლები“, - განაცხადა რატიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო