მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე - დაბოქლომება, მონების ძახილი, კოლეგების მუდმივი შეურაცხყოფა, ბოიკოტირება - გაუგებარ ურთიერთობას გვთავაზობენ და ალბათ, ოდესმე დაწყნარდებიან

დაბოქლომება, მონების ძახილი, კოლეგების მუდმივი შეურაცხყოფა, ბოიკოტირება, საერთოდ არ სცნობენ არავის და არაფერს. შემდეგ პარლამენტარის სტატუსს იყენებენ და პატიმრებთან შეხვედრა უნდათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციისთვის პატიმრებთან შესვლის ნებართვის არ მიცემას.

მისივე თქმით, ბიუროს სხდომაზე მისი აღშფოთება ოპოზიციონერი დეპუტატების ქმედებებმა გამოიწვია, როდესაც ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს მიეჭრნენ, ერთსა და იმავე კითხვებს უსვამდნენ და პასუხების გაცემას არ აცდიდნენ.

რაც შეეხება მის მიერ ნათქვამ რეპლიკას, რომ ოპოზიციას ციხეში შესვლის უფლება იმიტომ არ ეძლევა, რომ „იქაც სუნი არ დააყენონ“, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ეს ნახევრად ხუმრობით იყო ნათქვამი.

„გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობ ხოლმე, რა სახის ფორმა შეიძლება გამოინახოს, რომ ამ ადამიანებთან შევძლოთ კომუნიკაციის დამყარება. უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩემი აღშფოთებაც ამან გამოიწვია. არაერთხელ დასვეს შეკითხვა, პასუხს არ აცდი ადამიანს, რა გინდა ვერ საზღვრავ. ეტყობა დაგეგმილი ჰქონდათ, როგორც ყოველთვის. დიდი ეჭვია იმისიც, რომ მათი გაკეთებულია ის, როგორც მოიქცნენ გასულ კვირას სხდომათა დარბაზში, როცა გაურკვეველი ნივთიერება მოასხეს და ადამიანები მოწამლეს. ჩემი რეპლიკაც აქედან გამომდინარე იყო. მათ ვუთხარი, რომ ჩვენი პატიმრებისთვის პრევენცია აუცილებელია, რომ იქაც რაიმე არ მოასხათ. ეს იყო ჩემი მხრიდან გამოთქმული ნახევრად ხუმრობით, თუმცა ის ფორმა, რასაც ისინი მიმართავდნენ მიუღებელია. არაერთხელ პირდაპირ მიეჭრნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც საკმაოდ გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანია, სვამდნენ ერთსა და იმავე კითხვას, არ აცდიდნენ პასუხს და აქედან იყო ჩემი აღშფოთებაც გამოწვეული. დაბოქლომება, მონების ძახილი, კოლეგების მუდმივი შეურაცხყოფა, ბოიკოტირება, საერთოდ არ სცნობენ არავის და არაფერს და შემდეგ იყენებენ პარლამენტარის სტატუსს და პატიმრებთან შეხვედრა უნდათ. გაუგებარ ურთიერთობას გვთავაზობენ და ალბათ, ოდესმე დაწყნარდებიან. პატიმრების მონახულების გულისტკივილთან დაკავშირებით, გამახსენდა ის წლები, როდესაც მოვედით. არაერთხელ მითქვამს, რომ თუ რამე დანაშაული იყო და თუ რამე განსახორციელებელი იყო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა - გააუპატიურეს მამაკაცები, აწამეს, მოკლეს. ეს ის ორგანიზაციაა, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა და ზუსტად ეს შევახსენე,“ - განაცხადა ყაველაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს