გიორგი ვაშაძე - ველოდებით პარასკევამდე - თუ კიდევ ერთხელ თაღლითობასა და ტყუილს მიჰყოფენ ხელს, ამასაც აუცილებლად ვუპასუხებთ და გვაქვს ადეკვატური გეგმა

"ქართული ოცნება" ჰგავს კუთხეში მიმწყვდეულ ვირთხას, რომელიც დარბის, დარბის და ვეღარ გაიგო, რა უნდა ქნას", - ამის შესახებ "ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ ისაუბრა ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ოპოზიცია პარასკევს ელოდება და თუ „ქართული ოცნება“ „ტყუილს მიჰყოფს ხელს, ამაზეც არსებობს ადეკვატური გეგმა“.

"ქართული ოცნება" ჰგავს კუთხეში მიმწყვდეულ ვირთხას, რომელიც დარბის, დარბის და ვეღარ გაიგო, რა უნდა ქნას, სხვადასხვა მხარეს გარბის ხოლმე. ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს ამბობენ. დიპლომატების თვალწინ აიღეს პასუხისმგებლობა, რომ პარასკევს საკუთარი შემოთავაზება მოიტანონ და გვთხოვეს, ამ ერთხელაც გვაპატიეთ და კიდევ მოგვეცით კვირაზე ცოტა ნაკლები, რომ ჩვენი წინადადება მოვიტანოთო. ჩვენ ვართ კონსტრუქციული ოპოზიცია, ველოდებით პარასკევამდე. იმის გეგმაც გვაქვს, რომ თუ კიდევ ერთხელ თაღლითობასა და ტყუილს მიჰყოფენ ხელს, ამასაც აუცილებლად ვუპასუხებთ და ამაზეც გვაქვს ადეკვატური გეგმა. რაც შეეხება სხვადასხვა ტიპის განცხადებებს, მარტივ რაღაცას ვიტყვი - "ქართულო ოცნებავ", ვინც იქ დარჩით, არ არსებობს ფორმულა, რომელსაც თქვენ მოიგონებთ, რომლითაც 30%-იანი და მგონი უფრო ნაკლებიცაა ეს მხარდაჭერა, თქვენ ხელისუფლებას შეინარჩუნებთ. შეეგუეთ, რომ ხალხს აღარ უნდა თქვენი მმართველობა და რომ წყნარად და მშვიდად გადახვიდეთ ოპოზიციაში. ხალხს უნდა განვითარება და არა წარსულზე საუბარი, უნდა გაჭირვების და პრობლემის დამარცხება და არა იმის ახსნა-განმარტება, რომ ჩვენ თურმე, მუდამ გაჭირვებულები უნდა ვიყოთ. ხალხს უნდა აქ, ქვეყანაში დასაქმება, ივანიშვილს მივმართავ, და არა ის, რომ საზღვარგარეთ წავიდეთ სამუშაოდ, ოჯახები დავანგრიოთ და საერთოდ დავშალოთ გენოფონდი ქვეყნის. აი, ეს არის რეალური სურათი", - აღნიშნა "ახალი საქართველოს" ლიდერმა.

მანვე ისაუბრა ოპოზიციის უახლოესი მომავლის გეგმებთან დაკავშირებითაც. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში "ქართულ ოცნებას" არჩევნებზე საზოგადოება აუცილებლად გამოუტანს დამარცხების განაჩენს.

"რაც შეეხება ჩვენს გეგმას, ამ კვირის გეგმა გაწერილი გვქონდა, მცირედი კორექტირებები შეიძლება სესიების დამატებამ გამოიწვიოს, რადგან ზუგდიდში ვაპირებდით ხუთშაბათს წასვლას და ახლა შევთანხმდებით, ხუთშაბათზე როგორ მოვიქცევით, რადგან სესია დანიშნეს, ანუ უნდათ, რომ დაამთხვიონ იმ აქციებს, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონში, რომ პიკეტირება არ იყოს. არ არის პრობლემა, ამისთვისაც მზად ვიყავით, ესეც ვიცოდით. ჩვენ ჩვენს პროცესს ვაგრძელებთ, მათ ვერ ექნებათ კომფორტული სამუშაო გარემო, კუთხეში მიმწყვდეული ვირთხასავით იბრძოლებენ. სანამ ხაფანგში გაბმულხართ, და ხაფანგში გაბმა იცით, რას ნიშნავს? სიკვდილს ნიშნავს და სანამ ეს მოგსვლიათ, დროულად გონს მოეგეთ და ამ სისულელეებზე ლაპარაკს თავი დაანებეთ. რამდენიც არ უნდა იყოთ, დამარცხებულები ხართ, ამ განაჩენს აუცილებლად გამოგიტანთ არჩევნებით საქართველოს მოსახლეობა", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა