გრიგოლ ვაშაძე - საქართველოს უამრავი კომედიური მსახიობი ჰყავდა, სალომე ზურაბიშვილმა აბსოლუტურად ყველას გადაუჯოკრა

ამ ტრაგიკულ თარიღზე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს უამრავი კომედიური მსახიობი ჰყავდა, სალომე ზურაბიშვილმა აბსოლუტურად ყველას გადაუჯოკრა, ეს ქალი აღმოჩნდა ყველაზე გენიალური კომედიური მსახიობი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის 1 წლის თავთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა.

"ამ ტრაგიკულ თარიღზე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს უამრავი კომედიური მსახიობი ჰყავდა - იპოლიტე ხვიჩია და ა.შ., შემიძლია ჩამოგითვალოთ. სალომე ზურაბიშვილმა აბსოლუტურად ყველას გადაუჯოკრა, ეს ქალი აღმოჩნდა ყველაზე გენიალური კომედიური მსახიობი, რადგან მიწისძვრის გამოწვევა შეუძლია. მას შეუძლია, ჩავიდეს ბაქოში და გამოიწვიოს იმისთანა სკანდალი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაში, რომ შემდეგი 6-8 თვე სჭირდება დიპლომატიას დასალაგებლად. ყველაზე კომიკური ეპიზოდი დღეს წავიკითხე - საქართველოს მოსახლეობას ჩემ მიმართ უნდობლობა არ აქვსო, ეს იყო ყველაზე სასაცილო, რაც აქამდე თქვა", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო