ნინო ბურჯანაძე - ყველანი ერთად, სხვადასხვა ფორმით პიკეტირებას შევუერთდებით

პიკეტირება არის აბსოლუტურად კანონიერი, არც აგვიღია ვალდებულება, რომ ვიდრე მოლაპარაკებებია, არ იქნება პიკეტირება, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მან "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

"ვისაუბრეთ იმ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ შედგა. კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ ჩვენი სურვილია, გაგრძელდეს კომპრომისის ძებნა და ამიტომ ველოდებით ხელისუფლების მხრიდან წინადადებებს, რომელიც უნდა მოიტანონ, ყოველ შემთხვევაში ასე თქვეს დიპლომატიური კორპუსისა და ჩვენი თანდასწრებით. შეთანხმება არის, რომ ხელისუფლება უნდა მოვიდეს თავისი ვარიანტით, რომელზეც ჩვენ ჩვენს მოსაზრებას ვეტყვით. იმედი მაქვს, ეს ვარიანტი იქნება განხილვის ღირსი და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვალდებულნი ვართ, ისევ შევიკრიბოთ და ჩვენი საბოლოო წინადადება ჩამოვაყალიბოთ ამ მაგიდის ირგვლივ. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ განხილვისთვის", - განაცხადა "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

მანვე ისაუბრა ხუთშაბათს დაგეგმილი პიკეტირების შესახებაც.

"რაც შეეხება პიკეტს, რა თქმა უნდა, პიკეტირება არის აბსოლუტურად კანონიერი, უკანონო აქ არაფერია და ჩვენ რა თქმა უნდა, ყველანი ერთად, სხვადასხვა ფორმით პიკეტირებას შევუერთდებით. ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას კარგად ესმოდეს, რომ ის, რომ ახლა კეთდება ლოკალური აქციები და კეთდება პიკეტირების ფორმა, ეს არის სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა, გავამწვავოთ განსაკუთრებით სიტუაცია, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან ვსხედვართ. ეს პიკეტი ეხება კონკრეტულად პარლამენტის მუშაობას და გაპროტესტებას იმისა, რომ ეს არის პარლამენტი, რომელმაც უბრალოდ მოატყუა მთელი თავისი მოსახლეობა და არა მარტო საქართველოს მოსახლეობა, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა. არ ვაპირებთ ამ პიკეტზე ვითარების გამწვავებას, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ საღამოსაა და ზოგადად ჯერჯერობით მოლაპარაკებების პროცესში ვართ. ჩვენ არც აგვიღია ვალდებულება, რომ ვიდრე მოლაპარაკებებია, არ იქნება პიკეტირება. უბრალოდ ვისაუბრეთ და ვთქვით კიდეც, რომ არ ვაპირებთ უკანონო მოქმედებებსა და გამწვავებას", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს