დავით ასათიანის განცხადებით, 20 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართება და არსებობს წინაპირობა, რომ უკანონო პროცედურების მიუხედავად, ის გათავისუფლდეს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, 20 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ე.წ. არსებითი სასამართლო პროცესი გაიმართება და არსებობს წინაპირობა, რომ უკანონო პროცედურების მიუხედავად ის გათავისუფლდეს.

როგორც ასათიანმა გაფრინდაშვილის მეუღლესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ექიმის მიმართ მისი პოზიციის გამო, რომ ოკუპირებული რეგიონი საქართველოს ტერიტორიაა, შერჩევითი სისხლის სამართლის წარმოება მიმდინარეობს.

„20 დეკემბერს არის ყველა წინაპირობა, უკანონო პროცედურებითაც კი, რომ ის გათავისუფლდეს და თუ ეს არ მოხდა 20 დეკემბერს, ეს გადადის იანვარში და იანვარში რა მოხდება, არავინ იცის, შეიძლება უფრო დამძიმდეს სიტუაცია. წინაპირობები არის პროცედურებთან დაკავშირებული. წინა, ე.წ. დახურულ სასამართლო პროცესზე პროცედურულად შეუძლებელი იყო მისი გათავისუფლება.

მის მიმართ შერჩევითი სისხლის სამართლის წარმოებაა, რადგან მას აქვს პოზიცია, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა, ეს მათი უკანონო პროცედურებითაც კი ყველაზე დიდი უკანონობაა და მისი პოზიციების გამო ის რჩება საპყრობილეში“,- განაცხადა ასათიანმა.

მისივე შეფასებით, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საქმე არაორდინალურია და მისი ოჯახის წინააღმდეგ ნებისმიერ განცხადებას „ადამიანური ახსნა ვერ ექნება“.

„ეს ოჯახი ძალიან ღირსეულად იქცევა. ჩვენ გვაქვს არაორდინალური, ექსტრემალური სიტუაცია, სადაც ახლა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება, არ არის არც ჩვეულებრივი ციხე და არც ჩვეულებრივი ტერიტორია. ეს არის სპეციფიური რეგიონი, სადაც ჩვენი კანონმდებლობით არის საგანგებო მდგომარეობა. თითოეულ ქმედებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდესაც ადამიანი ტყვეობაშია. მე ძალიან მიკვირს ნებისმიერი სახის განცხადება დაკავებულის ოჯახის წინააღმდეგ, ამას ვერანაირი ადამიანური ახსნა ვერ ექნება. ეს ოჯახი იქცევა ერთადერთ მიზნით, რომ რაც შეიძლება დროულად სიცოცხლის და ჯანმრთელობის ნაკლები რისკის ფასად გამოვიდეს ეს ადამიანი ტყვეობიდან“,- განაცხადა ადვოკატმა.

ასათიანის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის ლიცენზიის მქონე ადვოკატებმა მოინახულეს და დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ოჯახი სწორედ მათგან იღებს.

„ოჯახისა და ადვოკატების მიერ მისი მონახულებისა და კომუნიკაციის პრობლემა იდგა და დგას. ჩვენ ვთხოვეთ რუსეთის ადვოკატთა პალატას. ეს ადამიანები, ვინც არიან ჩართულები, არ არიან იქ ცხინვალში მოქმედი ადვოკატები. ესენი არის რუსეთის ლიცენზიის. ისინი არიან უცხო ქვეყნის ადვოკატები, რომლებიც ჩავიდნენ იქ ჩვენი თხოვნით“, - განაცხადა ასათიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს