ხატია დეკანოიძე და ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს ხვდებიან

ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე და „ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს ხვდებიან. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო და საკრებულოს გადაწყვეტილებით არ ესწრებიან ჟურნალისტები. როგორც ცნობილია, ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს შეუწყდეს უფლებამოსილება.

შეხვედრის დაწყებამდე კი საკრებულოში „ქართული ოცნების" წევრებსა და პარლამენტის ოპოზიციის წევრებს შორის სიტუაცია კვლავ დაიძაბა. მაშინ როცა ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე საკრებულოში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდნენ, მათთან მივიდა საკრებულოს „ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი. ამას კი ადგილზე ხმაური მოჰყვა. დავითულიანმა ოპოზიციის წევრებს უთხრა, რომ ვიდრე საკრებულოს შენობას არ დატოვებენ, მანამდე კუხიანიძის თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. დავითულიანმა ოპოზიციის წევრებს უთხრა, რომ კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საკრებულოს უმრავლესობის წევრები ემიჯნებიან.

ამასთან, ელენე ხოშტარიამ ბექა დავითულიანს მოძალადე უწოდა და უთხრა რომ „ერეკლე კუხიანიძის მონაა".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს