ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე აცხადებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით ვერანაირი პასუხი ვერ მოისმინეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძესა და ოპოზიციის წევრებს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ტყემალაძეს შეხვდენენ იმ მოთხოვნით, რომ თანამდებობა დაატოვებინონ ერეკლე კუხიანიძეს და ასევე საკრებულოდანაც გარიცხონ. მისივე განმარტებით, შეხვედრაზე საკრებულოს “ქართული ოცნების" დეპუტატებისა და ასევე თავმჯდომარის მხრიდან ვერანაირი პასუხი ვერ მოისმინეს.

ხატია დეკანოიძის განმარტებით, საკრებულოს უმრავლესობა ამბობს, რომ უნდა ჩაატარონ საკრებულოს უმრაველობის სხდომა, რაზეც ოპოზიციამ შესთავაზა, რომ ეს სხდომა დღესვე ჩაატარონ და "გააგდონ ერეკლე კუხიანიძე". თუმცა, დეკანოიძის განმარტებით, ამის ლეგიტიმაცია საკრებულოს უმრავლესობას არ აქვს.

"ჩვენ ერათადერთი მოთხოვნით შევხედით საკრებულოს თავმჯდომარეს - გარიცხონ ერეკლე კუხიანიძე. როცა ამბობენ, რომ ემიჯნებიან მის განცხადებას, მაშინ, გარიცხონ პარტიიდან, დაატოვებინონ მანდატი და საერთოდ გააგდონ საკრებულოდან ადამიანი, რომელმაც შეურაცხყო ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ახალა ოკუპანტების ტყვეობაშია.თუ ამას არ იზამენ, მაშინ ეს არის ლეგიტიმაცია იმისა, რომ ოკუპანტებმა ვაჟა გაფინდაშვილი ტყვედ აიყვანეს, ლეგიტიმაცია "ქართული ოცნების" მხრიდან. ვერ გავიგე რა პასუხი ჰქონდათ",- განაცხახა დეკანოიძემ.

შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილის ოპოზიციონერი დეპუტატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ყველა უნდა შეთანხმდეს, რომ ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შეურაცხყოფა მიუღებელია.

"ამ შეხვედრაზე ჩვენ, სამწუხაროდ, არათუ ვერ მივიღეთ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შესახებ პასუხი, გარდა იმისა, რომ ემიჯნებიან, არამედ, პირადი პოზიციის დაფიქსირებასაც კი მოერიდნენ - უნდათ, თუ არა,რომ პარტიიდან გარიცხონ ერეკლე კუხიანიძე. ესეც არ გვითხრეს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ვიდრე ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შედეგი არ დადგება, პროტესტი არ დასრულდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს