ბექა დავითულიანი - ერეკლე კუხიანიძემ ჩვენთან შეხვედრისას მოიხადა ბოდიში და მე არ ვამბობ, რომ ეს ბოდიში საკმარისია

საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, საკრებულოს დეპუტატს, ერეკლე კუხიანიძეს ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით აგრესიული განცხადებების გაკეთების უფლება არ ჰქონდა და მან მმართველ გუნდში ამის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა დავითულიანის თქმით, ეს საკმარისი არაა. როგორც ბექა დავითულიანმა საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ოპოზიციის ლიდერებთან, ელენე ხოშტარიასა და ხატია დეკანოიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის სხდომა გაიმართება და მმართველი გუნდი შეხვედრის გამართვასა და კუხიანიძესთან დაკავშირებით თავად მიიღებს გადაწყვეტილებას და არა „ვიღაცის მოთხოვნის გამო”. ამასთან, დავითულიანი სხდომის თარიღს არ აანონსებს.

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ ტყვეობაში მყოფი ადამიანის და მისი ოჯახის მიმართ ყოველგვარი ემოციური, მითუმეტეს, აგრესიული განცხადების გაკეთების უფლება არავის არ აქვს, არც ერეკლე კუხიანიძეს არ ჰქონდა ამის უფლება. ერეკლე კუხიანიძემ ჩვენთან შეხვედრისას მოიხადა ბოდიში და მე არ ვამბობ, რომ ეს ბოდიში საკმარისია. ამ საკითხზე უმრავლესობის გადაწყვეტილება იქნება უმრავლესობის გადაწყვეტილება. სხდომა ჩატარდება მაშინ, როდესაც ჩვენ მივიჩნევთ საჭიროდ და არა მაშინ, როცა ისინი მოგვთხოვენ. ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია სწორად ჩვენი შინაგანი რწმენით და არავითარ შემთხვევაში გადაწყვეტილებას არ მივიღებთ ვიღაცის მოთხოვნის გამო. უმრავლესობის სხდომის ანონსს არ გავაკეთებთ, რათა ასეთი სპექტაკლი არ დაიდგას”,- განაცხადა დავითულიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა