თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესა და ოპოზიციის წევრებს შორის, ერეკლე კუხიანიძის საკითხთან დაკავშირებით  მორიგი შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესა და ოპოზიციის წევრებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

როგორც პარტია "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ტყემალაძესთან შეხვედრის მიზეზი ამჯერადაც ის იყო, რომ გაერკვიათ, რას აპირებს საკრებულო დეპუტატ ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საკრებულოს უმრავლესობის წევრების მხრიდან ამჯერადაც ვერ მიიღეს პასუხი.

"როდის გაიმართება სხდომა ტყემალაძეს პასუხი არ აქვს. იმ საკითხზეც კი, რაც მისი პირადი პოზიციაა კუხიანიძის გაშვებასთან დაკავშირებით, ასევე არაფერს ამბობს. ეს არის ცინიზმი", - განაცხადა ხოშტარიამ.

ხატია დეკანოიძისა და ელენე ხოშტარიას თქმით, პროტესტი გაგრძელდება ვიდრე არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა, კუხიანიძის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო