სამოქალაქო მოძრაობა" შეცვალეს" წევრებმა თბილისის საკრებულოს შენობა  დატოვეს

თბილისის საკრებულოს შენობა სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა დატოვეს. მათი განცხადებით, დღეს საკრებულოში პროტესტს წყვეტენ, თუმცა ცოტა ხანში აქციას გამართავენ იაშვილის კლინიკასთან, სადაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 15 წლის მოზარდი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

"შეცვალეს" აქტივისტის, ნიკა ფარულავას განცხადებით, 15 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მე-9 სართულიდან გადმოხტა, "სისტემის მსხვერპლი გახდა" და სწორედ ამის გასაპროტესტებლად მიდიან იაშვილის კლინიკასთან და იმისთვის, რომ პატივი მიაგონ გარდაცვლილის ხსოვნას.

"პატარა ლუკა, რომელიც ჩვენი სასტიკი სისტემის მსხვერპლი გახდა, გადავწყვიტეთ მშვიდობიანად მივიდეთ და სამძიმარი გამოვუცხადოთ. ყველაფრის განურჩევლად მივიდეთ და ლუკას ხსოვნას მივაგოთ პატივი", - განაცხადა ფარულავამ.

საკრებულოს შენობაში რჩებიან ოპოზიციის წევრები ხატია დეკანოიძე და ელენე ხოშტარია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს