ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ოპოზიცია  საკრებულოს უმრავლესობის სხდომამდე, რომელზეც ერეკლე კუხიანიძის საკითხი უნდა გადაწყდეს, მორატორიუმს აცხადებს

ოპოზიციის წევრებმა ხატია დეკანოიძემ და ელენე ხოშტარიამ თბილისის საკრებულოს შენობა დატოვეს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკრებულოს ტოვებენ შექმნილი მძიმე ვითარების გამო, რომლის თანახმადაც ცოტა ხნის წინ იაშვილის კლინიკაში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

დეკანოიძის თქმით, თანამდებობა უნდა დატოვოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. ამასთან, დეკანოიძის თქმით, სამწუხაროა, რომ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის პასუხისმგებლობის დაყენებასთან დაკავშირებით საკრებულომ ზომები არ მიიღო. მისივე თქმით, მათი მხრიდან პროტესტი გაგრძელდება.

"ჩვენ დღეს ვაპირებდით საკრებულოს შენობაში დარჩენას, ხვალ პროტესტის გაგრძელებას, მაგრამ მოხდა სამწუხარო ამბავი უკანანსკნელ საათებში. საქმე ეხება ძალიან მძიმე ამბავს, ეს არის მოზარდის გარდაცვალება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ საკრებულოს შენობა. ახლა არის სევდის და მდუმარების დრო. ახლა არის ის დრო როდესაც ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ყველა დამნაშავე დასასჯელია. უნდა დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი და რომელმაც სულ მცირე თანამონაწილეობა გასწია ამ დანაშაულში. უნდა გადადგეს შს მინისტრი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციის კიდევ ერთი წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით პროტესტი გაგრძელდება, თუმცა სანამ საკრებულოში უმრავლესობის სხდომა ჩატარდება ოპოზიცია მორატორიუმს აცხადებს.

"ძალიან მძიმე ვითარებაა, იქიდან გამომდინარე, რაც მოხდა. ამიტომ, უმრავლესობის სხდომის ჩატარებამდე მორატორიუმს ვაცხადებთ. შემდეგ იმ გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც მიიღება, გვექნება რეაქცია", - განაცხადა ხოშტარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს