ვალერი გერასიმოვი - ნატო-ს სამხედრო წვრთნები მიგვანიშნებს, რომ ალიანსი მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტისთვის ემზადება

ნატო-ს სამხედრო წვრთნები ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში და შავ და ბალტიის ზღვებში მიგვანიშნებს, რომ ალიანსი მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტისთვის ემზადება, - ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.

„სამხედრო მოქმედებები იზრდება ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში და შავ და ბალტიის ზღვებში. ბლოკის სამხედრო წვრთნების ინტენსიურობაც მატულობს. მათი სცენარი მიანიშნებს, რომ ნატო საკუთარ ძალებს მსხვილმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტისთვის ამზადებს,“- განაცხადა გერასიმოვმა გაზეთ „კრასნაია ზვეზდასთან“ საუბარში.

მისივე თქმით, ალიანსი ცდილობს გაამყაროს თეზისი „რუსეთის სამხედრო საფრთხესთან“ დაკავშირებით და რუსეთის ქმედებებს, რომლის მიზანი „უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“ „მშვიდობის საფრთხედ“ განიხილავს.

„ბრიუსელის დოქტრინებში რუსეთს მოწინააღმდეგის სტატუსი აქვს,“ - დასძინა გერასიმოვმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში სიტუაცია არასტაბილურია და მოვლენები სულ უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი ხდება, ამის მიზეზი კი, გერასიმოვის განმარტებით, დიდი ქვეყნების მისწრაფებაა, თავიანთი პრინციპები სხვა, დამოუკიდებელ ქვეყნებს მოახვიონ თავს.

„ქვეყნებზე, მათ შორის რუსეთზე, რომლებიც დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობენ, უპრეცედენტო პოლიტიკური, ეკონომიკური და ინფორმაციული ზეწოლა ხორციელდება,“- განაცხადა გერასიმოვმა და დასძინა, რომ ეს შესაძლოა დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს.

„მოვლენების ყველანაირი განვითარებისთვის მზად უნდა ვიყო,“- განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა. მისივე თქმით, რუსეთს თავდაცვის საკმარისი პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რომ ნებისმიერი მასშტაბის აგრესიას უპასუხოს.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს