შსს-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს

„ამ სისტემის დედაც!" - ამ სახელწოდებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამარათლე წევრი ანა დოლიძე სამოქალაქო აქტივისტებთან და მოქალაქეებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მდუმარე აქციას მართავს.

აქციის მთავარი მოთხოვნაა, შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს.

აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ წარწერების გაკეთებას და ღობეზე შავი ლენტას გაკვრას აპირებენ.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ამ საქმეზე გუშინ გამომძიებელი დააკავეს.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა