კახა კალაძე - ლუკა სირაძე რატომღაც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს - როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ

„ლუკა სირაძე რატომღაც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს - როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მან 15 წლის მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ როცა ბავშვი იღუპება, მთიანად საზოგადოებაა დამნაშავე, რადგან ოჯახი, სკოლა და სახელმწიფო მომავალ თაობაზე ერთნაირადააა პასუხისმგებელი.

„სანამ დავიწყებთ ჩვენი მთავრობის საკითხების განხილვას, გადაწყვეტილებების მიღებას, დღევანდელი სხდომა მინდა დავიწყო სამძიმრით ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, მის მეგობრებს და სრულიად საქართველოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს, უბრალოდ მინდა, ყველამ გავიხსენოთ, როგორები ვიყავით ჩვენ 15 წლის ასაკში. ყველას გამოვლილი გვაქვს ეს ასაკი და ალბათ, შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ რამხელა ენერგია, ემოციები დუღდა თითოეულ ჩვენგანში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება და თითოეული მოვლენა, რომელიც ჩვენ ირგვლივ იყო, იყო დიდი გამოწვევა და ხშირად შეიძლება ითქვას, ბრძოლაც კი. ლუკაც ასეთი ბიჭი იყო გარდატეხის ასაკში, რომელიც რატომღაც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს - ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი, რატომ, რისი გულისთვის? უბრალოდ, ძალიან მძიმეა, ზოგადად რომ შევხედოთ, რა ხდება ირგვლივ. შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს თანაგრძნობა და სიყვარულის უნარი დავკარგეთ, მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ, ამას ხედავენ და ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება, რაც ძალიან ცუდია. როცა ბავშვი იღუპება, მე მგონია, რომ ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ, ჩვენ, ყველანი, იმიტომ, რომ ოჯახი, სკოლა, ასევე სახელმწიფოც ერთნაირადაა პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ლუკა სირაძის ოჯახს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია