გერმანიის ელჩი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე - ჩემი ფიქრებით მის ოჯახთან ვარ - ამ საქმეზე შეკითხვები იქნება

საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის თქმით, 15 წლის ბიჭის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საკითხზე, შეკითხვები იქნება.

„ძალიან დამწუხრებული ვარ ამ ტრაგიკული შემთხვევით. ჩემი ფიქრებით მის ოჯახთან ვარ. ახლა არც იმის დროა და არც ჩემი უფლებამოსილებაა ამ საკითხზე ვისაუბრო. ახლა აქცენტი ოჯახზე და მის მწუხარებაზე უნდა მოვახდინოთ. სხვა ყველაფერი მოგვიანებით უნდა იყოს განხილული. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ საქმეზე შეკითხვები იქნება“,-განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ამ საქმეზე გუშინ გამომძიებელი დააკავეს.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია