აქტივისტებმა თავისუფლების მოედანზე წარწერას: „ისტორიებით სავსე ქალაქი“ შავი ლენტი შემოარტყეს

თავისუფლების მოედანზე, წარწერას: "ისტორიებით სავსე ქალაქი" სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა გლოვის ნიშნად შავი ლენტა შემოარტყეს. მათ შავ ლენტზე ანაბეჭდებიც დატოვეს.

როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა განაცხადა, ისინი სოლიდარობას უცხადებენ 15 წლის არასრულწლოვნის ოჯახს.

"მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც აქ ხდება და რასაც სისტემა აკეთებს, უკანასკნელი გამოვლინება რამდენიმე დღის წინ ვნახეთ. არაფერი არ არის საზეიმო , არაფერი . მითუმეტეს საახალწლო განწყობაც არავის არ გვაქვს, დღეს არის მგლოვიარე დღე, უბრალოდ გამოვხატავთ ჩვენ მძაფრ შეშფოთებას. გვაქვს პროტესტი იმის მიმართ, რაც ხდება ქვეყანაში”,-განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა "ინტერპრესნიუსს"განუცხადეს, უშუალო ქმედით ნაბიჯებზე შაბათს გადავლენ და საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის