ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლებთან ერთად იაკობ გოგებაშვილის ბიუსტს შავი ნაჭერი მოახვია

განათლების სამინისტროსთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობებთან - “ჩვენი ხმა”, “დევნილთა ასოციაცია მშვიდობისათვის”, “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” და დამოუკიდებელ იურისტებთან ერთად ლოზუნგით “ამ სისტემის დედაც” მდუმარე აქცია- პერფორმანსი გამართა.

ანა დოლიძემ სამინისტროს შენობასთან იაკობ გოგებაშვილის ბიუსტს შავი ნაჭერი მოახვია. მისი თქმით, ამ ჟესტით იაკობ გოგებაშვილს, როგორც საქართველოში ევროპული განათლების სიმბოლოს, მიუსამძიმრეს.

დოლიძის განცხადებით, განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობაა, რომ სკოლებში უსაფრთხო გარემო და მოსწავლეთა სიმშვიდე უზრუნველყოს.

„ლუკას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩვენ არც ერთი კონკრეტული წინადადება არ მოგვისმენია სამინისტროსგან. არადა განათლების სამინისტროს აქვს უპირველესი პასუხისმგებლობა. ამ სამინისტროს მილიონობით ლარი აქვს სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე, განათლების სამინისტროს უპირველესი პასუხისმგებლობაა ჩვენი შვილების სიმშვიდე და დახმარება და არა პოლიციის თავზე დაყენება. ჩვენ დღეს ვითხოვთ ფსიქოლოგებს სკოლაში, ცხელ ხაზს, ინსტრუქციას, როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი, თუ ხედავს, რომ მოსწავლე სტრესულ მდგომარეობაშია.

ჩვენ დღეს მივუსამძიმრეთ იაკობ გოგებაშვილს, რადგან ეს არის ადამიანი, სიმბოლო ევროპული განათლებისა საქართველოში და სამწუხაროდ, ჩვენ უფრო და უფრო ვშორდებით იაკობ გოგებაშვილის ფასეულობებს”,- განაცხადა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა