დიმიტრი ცქიტიშვილი მოზარდის გარდაცვალებაზე - ვფიქრობ, ამის პოლიტიზირება ცოტა არ იყოს, უხერხულია

მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ეს მოხდეს როგორც პრეცედენტი და ამის შედეგად, არათუ ერთი გამომძიებელი იქნეს დასჯილი, არამედ მთლიანად გააზრება მოხდეს იმის, როგორ ხდება არასრულწლოვნებთან ურთიერთობა,"- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას. მისივე თქმით, ბოლო ბიძგი, რომ მას თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე, გამოძიების პროცესში განხორციელებულმა ზეწოლამ ან არასწორმა დაკითხვამ მისცა.

"ძალიან ფრთხილი საკითხია. არ არსებობს თვითმკვლელობა, რომელიც ერთ კონკრეტულ მიზეზს უკავშირდებოდეს. ნებისმიერი ფსიქოლოგი გეტყვით, რომ ამას ძალიან ბევრი მიზეზის ერთობლიობა სჭირდება. შესაბამისად, ბევრი მიზეზის მოგვარებაში უნდა ვეძებოთ გადაწყვეტის გზა. გამოჩნდა, რომ ამ ბავშვზე გამოძიების პროცესში ზეწოლა იყო. ასევე, შეიძლება სხვა მიზეზებსაც ჰქონდა ადგილი საგანმანათლებლო პროცესში. ვფიქრობ, ამის პოლიტიზირება ცოტა არ იყოს, უხერხულია. ახალგაზრდები ამ ასაკში გარკვეული სტრესების მიმართ არიან მიდრეკილი და ვფიქრობ, განათლების სისტემაში საჭიროა, რომ აღმზრდელობითი კომპონენტი გაძლიერებილი იყოს.

ფაქტია, რომ ბოლო ბიძგი, რომ ამ ადამიანს თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე, მისცა გამოძიების პროცესში დაშვებულმა ზემოქმედებამ, ან არასწორმა დაკითხვამ, ან არასწორად წარმოებულმა საგამოძიებო პროცესმა. არ ვიცი, რაღაცა ბოლო წვეთი იყო, რასაც გამოკვლევა სჭირდება.

მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ეს მოხდეს როგორც პრეცედენტი და ამის შედეგად, არათუ ერთი გამომძიებელი იქნეს დასჯილი, არამედ მთლიანად გადააზრება მოხდეს იმის, როგორ ხდება არასრუწლოვნებთან ურთიერთობა", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო