ზურაბ აბაშიძე თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციასთან, რუსული კულტურის ცენტრი არ გახსნილა.

„ჩვენი ინფორმაციით არანაირი კულტურის ცენტრი არ გახსნილა. შეგიძლიათ გადამოწმოთ შვეიცარიის საელჩოში,“ - განაცხადა მან.

ცნობისთვის, თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის სექციაში რუსული კულტურის ცენტრი გახსნის შესახებ ინფორმაციას „სოვა ნიუსი“ ავრცელებს.

გაიხსნა თუ არა რუსული კულტურის ცენტრი საქართველოში

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა