„ადვოკატთა ასოციაცია“ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთავში სამართალდამცველებმა ადვოკატს ფიზიკური შეურაცხოყა მიაყენეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული პირი არ არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი და არ ირიცხება მოქმედ ადვოკატთა ერთიან სიაში.
„გუშინ სხვადასხვა წყაროს მხრიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსთავში სამართალდამცველებმა ადვოკატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გვსურს განვმარტოთ, რომ მამუკა შაქარაშვილი არ გახლავთ ადვოკატთა ასოციაციის წევრი და არ ირიცხება მოქმედ ადვოკატთა ერთიან სიაში.
ცხადია, სამართალდამცველების მხრიდან ნებისმიერ შესაძლო გადაცდომას სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს, მაგრამ ამასთან, მოვუწოდებთ როგორც მედიის წარმომადგენლებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებს, სხვა ორგანიზაციებს და პირებს, რომ ინფორმაციის გავრცელებამდე ადვოკატთა ასოციაციასთან დააზუსტონ არის თუ არა ესა თუ ის პირი ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას”, - ნათქვამია განცხადებაში.