დავით უსუფაშვილი - თუ ხელისუფლება ამოცანის სხვა სისტემით შესრულების ფორმულას მოიტანს, ყურადღებით წავიკითხავთ

ჩვენ მთავარი ამოცანის - სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას ვცდილობთ. ხელისუფლება თუ იმავე ამოცანის სხვა სისტემით შესრულების ფორმულას მოიტანს, ჩვენ ყურადღებით წავიკითხავთ, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ, უმრავლესობასთან ხვალ დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა.

უსუფაშვილის განცხადებით, წინა შეხვედრა იმით დასრულდა, რომ ხელისუფლებამ პირველად ამ მოლაპარაკებების განმავლობაში განაცხადა, რომ არსებული სისტემით არჩევნების ჩატარება არ ივარგებს და საჭიროა ცვლილება და ისიც თქვეს, რომ იფიქრებდნენ , რა შეიძლება შესთავაზონ ოპოზიციას.

„ხვალ ვნახოთ, რას მოიტანენ. მე მაქვს საკუთარი თავის, „შენების მოძრაობის“, ოპოზიციიდან კოლეგების იმედი, რომ ჩვენ ვიქნებით პრინციპულები, კეთილგონიერები ქვეყნის სასიკეთოდ, სამართლიანი არჩევნების მისაღწევად.

სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო სისტემები შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი, ჩვენ პროპორციული სისტემის ჩავარდნის შემდეგ მოვიფიქრეთ და გავაკეთეთ გერმანულ პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა ანუ ჩვენ მთავარი ამოცანის - სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას ვცდილობთ. ხელისუფლება თუ იმავე ამოცანის, სხვა სისტემით შესრულების ფორმულას მოიტანს, ჩვენ ყურადღებით წავიკითხავთ. თუ ეს იქნება ფორმულა, რომლეიც უბრალოდ ყურადღების გადატანას ემსახურება ან არაფერს ცვლის, ხვალ ამასაც მოგახსენებთ,“ - აღნიშნა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას და ამასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებს, უსუფაშვილის თქმით: „ბედნიერია ბიძინა ივანიშვილი, თუ მართლა ვერ ხვდება რა ხიფათების წინაშე დააყენა ქვეყანა იმ ტიპის მმართველობით, რომელსაც გავლენა აქვს მთელ საზოგადოებაზე და რომელსაც შემდეგ მწყობრიდან გამოჰყავს სისტემები, განათლების, საპოლიციო სისტემა იქნება თუ სხვა.“

„სისტემა მწყობრიდანაა გამოსული. გომელაურის შეცვლა საქმეს ვერ უშველის, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ესაა გამოსავალი,“ - აცხადებს უსუფაშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა