ისნის რაიონში 2020 წელს ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესა და მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი აბუსერიძესთან ერთად ვაზისუბნის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად გათვალისწინებული საპროექტო ტერიტორია დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპერსნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, სააგენტოს მიერ უკვე გამოცხადებულია ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, რომლის დასრულების შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და გაფორმდება ხელშეკრულება მომსახურების შესყიდვაზე.

„ისანი ერთ-ერთია დედაქალაქის იმ რაიონებიდან, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია. ამასთან, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი ბაღების მშენებლობასთან. ეშბას ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი სწორედ ამ პროცესს შეუწყობს ხელს და სკოლამდელი განათლება კიდევ 250-მდე ბავშვისთვის გახდება ხელმისაწვდომი,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

2130 კვ. მ ფართობზე ახალი, 9-ჯგუფიანი ბაღის მშენებლობის დაწყება 2020 წლის პირველ ნახევარში იგეგმება. პროექტის სატენდერო ღირებულება 2 235 867 ლარია.

მერიის ინფორმაციით, ისნის რაიონში ამჟამად ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2020 წლის სექტემბერში მიიღებს აღსაზრდელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო