გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხვალინდელ შეხვედრაზე - მოიტანენ ისეთ რაღაცას, რაც ხელისუფლებას ერთპიროვნული მმართველობის გაგრძელების გარანტიას მისცემს

მოიტანენ ისეთ რაღაცას, რაც ხელისუფლებას გარანტიას მისცემს, რომ ერთპიროვნული მმართველობა გაგრძელდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„თუ საერთოდ მოიტანენ, მოიტანენ ისეთ რაღაცას, რაც მათ გარანტიას მისცემს, რომ ერთპიროვნული მმართველობა გაგრძელდეს. არ ვამბობ ერთპარტიულსაც კი, ერთპიროვნული. დაველოდოთ, ხვალ ყველაფერს გეტყვით“, -აცხადებს ვაშაძე.

რაც შეეხება რუსული კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ვაშაძის თქმით, "თუ ეს სიმართლეა, საქმე გვაქვს კატეგორიულ უმსგავსობასთან, იმიტომ რომ რუსული კულტურის ცენტრის მისამართად რუსეთის ყოფილი საელჩოა მითითებული, რომელიც ახლა შვეიცარიის საელჩოს ეკუთვნის".

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა