ლონდა თოლორაია 15 წლის მოზარდის საქმეზე - თუ გამოიკვეთება სხვა პირების ბრალეულობის საკითხი, პროკურატურა მიიღებს ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას

თუ გამოიკვეთება სხვა პირების ბრალეულობის საკითხი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ მოერიდება ამ მტკიცებულებებზე ხმამაღლა საუბარს და პროკურატურა მიიღებს ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ისაუბრა 15 წლის ლუკა სირაძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით და კითხვაზე, შეიძლება თუ არა დადგეს სხვა პირების პასუხისმგებლობა ჩოლოიანის გარდა, თოლორაიამ უპასუხა, რომ ამ საქმეზე გამოძიება, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება გრძელდება.

"არ არის ცალკე სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ ბავშვის ცალკე განთავსება გამოკითხვის მიზნით, სამწუხაროდ არაა სპეციალიზირებული ოთახები. შესაბამისად, ის იყო ერთიან სივრცეში და იქ იმყოფებოდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლებიც. იკვეთება თუ არა სხვა თანამშრომლების ქმედებაში კანონდარღვევა და არის ის დისციპლინური თუ აღწევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. დღეს ჩემი, როგორც საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან, იმის დადასტურება ან უარყოფა, დადგება თუ არა სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, იქნება არაპროფესიონალური შეფასება. ამიტომ დღეს ვსაუბრობ მხოლოდ იმ პირის ბრალეულობაზე, რომლის წინააღმდეგაც მტკიცებულებებმა მოგვცა საშუალება, ყოფილიყო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ ამ ადამიანმა ის დანაშაული ჩაიდინა, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა. გარწმუნებთ, თუ გამოიკვეთება სხვა პირების ბრალეულობის საკითხი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ მოერიდება ამ მტკიცებულებებზე ხმამაღლა საუბარს და პროკურატურა, რომელიც სისხლის სამართლის დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოა, მიიღებს ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა თოლორაიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს