ლონდა თოლორაია - თუ დადასტურდა „მწვანე სკოლის“  მხრიდან პერსონალური მონაცემების არაკანონიერად  დამუშავება,  ეს იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას

მივიღე გადაწყვეტილება, სკოლაში დაიწყოს ინსპექტირება, არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემები როგორაა დაცული ამ სასწავლო დაწესებულებაში, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც 15 წლის მოზარდის საქმეზე ისაუბრა.

მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს და ისაუბრა იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ „მწვანე სკოლისგან“ გარკვეული ინფორმაცია შესაბამისი გამოთხოვის გარეშე მიიღო.

"სკოლაში დღეს იყვნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები. არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების გადაცემა კანონის დარღვევით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რა თქმა უნდა, არის პრობლემა და იმისთვის, რომ ჩვენ ეს საკითხები კიდევ უფრო დეტალურად შევისწავლოთ, მე მივიღე გადაწყვეტილება, სკოლაში დაიწყოს ინსპექტირება, არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემები როგორაა დაცული ამ სასწავლო დაწესებულებაში და ამ შედეგების შესახებ, უახლოეს მომავალში მოვახდენ თქვენს ინფორმირებას", - აღნიშნა თოლორაიამ.

მან კითხვაზე, წარწერებთან დაკავშირებით ჩამდენი პირის იდენტიფიცირების მიზნით როგორ მოხდა მასალების მოპოვება და ამოღება და რა არის მათი შინაარსი, უპასუხა, რომ „სქრინების“ შინაარსზე ვერ ისაუბრებს.

"ამ „სქრინებთან“ დაკავშირებით შინაარსს ვერ მოგახსენებთ, რადგან პერსონალური ინფორმაციაა და ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს სხვა პირთა პირადი მიმოწერის ამსახველი მონაცემებია. მათი მოპოვება მოხდა ბავშვების მშობლების ნებართვის გარეშე, ხვდება ეს ჩანაწერები სკოლის ადმინისტრაციისა და შემდეგ უკვე პოლიციის ხელში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საგამოძიებო ფუნქციის გარდა, აქვს კიდევ ერთი ფუნქცია - პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა. დამუშავების დროს თუ დარღვეულია კანონმდებლობა, ეს არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. აქ გასარკვევია, საქმე გვქონდა მხოლოდ პერსონალური მონაცემების დამუშავების დარღვევასთან, თუ ეს აღწევს სხვა რაიმე დარღვევის, დანაშაულის ნიშნებს. ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებებით, ამ ეპიზოდში, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. გამოძიება გრძელდება და არ ვიცი, ხვალ რა ახალ დეტალებზე შევძლებთ საუბარს. ხოლო თუ დადასტურდა სკოლის მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავება არაკანონიერად, ეს იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას, თუმცა ეს იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა თოლორაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო