ლონდა თოლორაია - ბავშვებთან დაკავშირებით თუ რაიმე დეტალზე არ ვსაუბრობ, ეს ემსახურება მხოლოდ არასრულწლოვნების ინტერესებს და არცერთ შემთხვევაში გამოძიების ინტერესებს

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ დღევანდელ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა არასრულწლოვნების ინტერესების დაცვას.

„მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ მართლა ვწონი ყველა სიტყვას რომელსაც ამ საქმესთან დაკავშირებით ვამბობ, თქვენ გესმით ალბათ, რომ ამ ბავშვს ყავს მშობელი, ახლობლები ნათესავები და კიდევ არიან სხვა ბავშვები, შესაბამისად თუ რაიმე დეტალზე ბავშვებთან დაკავშირებით არ ვსაუბრობ ეს ემსახურება მხოლოდ არასრულწლოვნების ინტერესებს და არცერთ შემთხვევაში გამოძიების ინტერესებს“ , - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ინსპექტორის თქმით, გამოძიება გრძელდება და მომდევნო დღეებში ყველა ახალი დეტალის შესახებ საზოგადოებას ეცნობება.

„მე დღეს რომ ვისაუბრო იმ ადამიანების ბრალეულობაზე რომელთა მიმართაც დღეს არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არც ამ სამსახურის და არც პროკურატურის მხრიდან მიღებული არ არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემი მხრიდან იქნება ეს ძალიან არაპროფესიონალური საქციელი. დღეს რომ არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის სხვა პირთა წინააღმდეგ აუცილებლად იქნებოდა ეს გადაწყვეტილება მიღებული მათ მიმართაც“ ,- განაცხადა თოლორაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო