გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახის ადვოკატი - როგორც ჩანს, ბრალდებული მძიმე სტრესულ მდგომარეობაშია

მოსამართლემ განმარტა, რომ სრულიად იზიარებდა და სახეზე იყო გონივრული ეჭვი იმისა, რომ მარიანა ჩოლოიანმა ჩაიდინა 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად მას შეუფარდა პატიმრობა და ასევე განმარტა, რომ დაკავებაც იყო კანონიერი, - ამის შესახებ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახის ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ გამომძიებელ მარიანა ჩალოიანისთვის სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდების შემდეგ განაცხადა.

,,მოსამართლემ განიხილა პროკურატურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა რომელიც ემყარებოდა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ გამოძიებას. მოსამართლემ განმარტა, რომ სრულიად იზიარებდა და სახეზე იყო გონივრული ეჭვი იმისა, რომ მარიანა ჩოლოიანმა ჩაიდინა 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად მას შეუფარდა პატიმრობა და ასევე განმარტა, რომ დაკავებაც იყო კანონიერი. რაც შეეხება სხვა ნაწილს, არსებობენ სხვა პოლიციელები, რომლებსაც შესაძლოა წარედგინოთ ბრალი, მაგრამ აუცილებელია დადგინდეს ,რომელი პოლიციელი რომელ მომენტში რა სახის ძალადობას იყენებდა ამ არასრულწლოვნის მიმართ, - განაცხადა რევაზ აჭარაძემ.

ადვოკატმა ბრალდებულის მდგომარეობაზე დასმულ კითხვასაც გასცა პასუხი და აღნიშნა, რომ ბრალდებულის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.

,,ბრალდებულის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე იქიდან გამომდინარე , რომ არ ვარ ექსპერტი ან ექიმი ჩემი მხრიდან შეფასების გაკეთება რთული იქნება, მომენტებში დასმულ კითხვებზე სცემდა პასუხს , თუმცა როგორც ჩანს ეს ადამიანი მძიმე სტრესულ მდგომარეობაშია და როგორც ვხედავდით და ვიცით უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება," - განაცხადა რევაზ აჭარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა