მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი - მას შემდეგ, რაც მარიანა ჩოლოიანი გამოჯანმრთელდება და მისი გადაყვანა იქნება შესაძლებელი, მოთავსდება პენიტენციალურ განყოფილებაში

მას შემდეგ, რაც მარიანა ჩოლოიანი გამოჯანმრთელდება და შესაძლებელი იქნება მისი გადაყვანა, ის მოთავსდება პენინტენციალურ განყოფილებაში, - ამის შესახებ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა, მარიანა ჩოლოიანისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სამართლებრივად მისი გადაუდებელი დაკავების აუცილებლობა ნამდვილად არ არსებობდა.

„კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ქალბატონი მარიანა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარე აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას. ნახევარი საათის უკან დასრულდა აღკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვა, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, კონკრეტულად კი პატიმრობა შეუფარდა აღკვეთი ღონისძიების სახით. დაცვა მიიჩნევს, სამართლებრივი შეფასებით ,რომ უმკაცრესი აღკვეთი ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების საფუძველი ნამდვილად არ არსებობდა, ერთი მნიშვნელოვანი გარემოებიდან გამომდინარე- თქვენ იცით, რომ პირის დაკავება ზოგადად ხდება სასამართლო განჩინების საფუძველზე, კონკრეტულ შემთხვევაში პირი დაკავებული იქნა სასამართლო განჩინების გარეშე. თუმცა, გადაუდებელი აუცილებლობა მისი დაკავებისა, სამართლებრივად ნამდვილად არ არსებობდა. ვინაიდან, ნებისმიერ გამოძახებაზე იგი ცხადდებოდა საგამოძიებო ორგანოში,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

გაგი მოსიაშვილის თქმით, საქმეში მოწმეთა სიმრავლე არ შეცვლილა და მხოლოდ ერთი მტკიცებულების საფუძველზე მოხდა მარიანა ჩოლოიანის დაკავება.

„ჩვენ დაცვის მხარე სწორედ წარდგენილი ბრალდების აბსურდულობის დადგენას ვაპირებთ სამართლიან სასამართლოში. ჩვენ მოვიძიებთ ყველა იმ ინფორმაციას და იმ მტკიცებულებას , რომელიც დაადასტურებს კონკრეტულ შემთხვევაში, მარიამის მხრიდან არანაირი ზეწოლის ფაქტის არ არსებობას. რაც შეეხება , თუ როდის მოხდება მისი გადაყვანა , რა თქმა უნდა , მას შემდეგ, რაც მარიამი გამოჯანმრთელდება და შესაძლებელი იქნება მისი გადაყვანა, ის მოთავსდება პენინტენციალურ განყოფილებაში. დღის განმავლობაში საქმეში მოწმეთა სიმრავლე არ შეცვლილა,როგორც აღვნიშნე, მხოლოდ ერთი მტკიცებულების, ერთი განთქმის საფუძველზე არის დღეს დაკავებული ქალბატონი მარიამი,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო