მარიამ ჯაში - ექიმების  გუნდი სრულად მართავს ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას

ამ ეტაპზე, ხეჩინაშვილის გუნდი სრულად მართავს ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომელიც ნახევარ საათზე მეტია ხეჩინაშვილის კლინიკური ხელმძღვანელის ოთახში იმყოფება.

მარიამ ჯაშის განცხადებით, ოპერაცია სულ მცირე ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

"ტომოგრაფიის შემდეგ სამწუხაროდ, გამოიკვეთა ქალა ტვინის მძიმე ტრავმა და მრავლობითი სისხლჩაქცევები.სწორედ ამიტომ, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, სასწრაფოდ დაიწყო ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც ალბათ, სულ მცირე 2 საათი გაგრძელდება და ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება ექიმებისგან. ამ ეტაპზე ხეჩინაშვილის გუნდი სრულად მართავს ცოტნეს მდგომარეობას. პირველ ეტაპზე გაკეთდა მაქსიმუმი. დღეს დამატებით სამედიცინო სერვისზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პირველი ორი დღის სტაბილიზაციის შემდგომ, თუკი ექიმების გადაწყვეტილებით, დამატებითი დასწრება იქნა საჭირო, ბუნებრივია, სრულ მზადყოფნაშია კლინიკა ამისთვის და დარწმუნებული ვარ, როგორც მთავრობის, ასევე მთელი საზოგადოების მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა. ამ ეტაპზე მთავარია ნეიროქირურგიული ოპერაციის წარმატებით დასრულება და 2 საათის შემდგომ ჩვენ გვექნება ალბათ, დამატებითი ინფორმაცია,"- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს