კონგრესმენი დევიდ პრაისი - საქართველოში პოლიტიკური მღელვარებაა - გვსურს, რომ ამ პროცესიდან ქვეყანა გამოვიდეს ყველასთვის მისაღები საარჩევნო სისტემით

საქართველოში პოლიტიკურ მღელვარებაა. გვსურს, რომ ამ პროცესიდან საქართველო გამოვიდეს თავისუფალი, სამართლიანი და ყველასთვის მისაღები საარჩევნო სისტემით,-ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა დევიდ პრაისმა ვაშინგტონში, ქართული დელეგაციის წევრებთან-ირაკლი კობახიძესთან, კახა კუჭავასთან და ირაკლი ბერაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც დევიდ პრაისი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან აცხადებს, აღნიშნულს დიდი ძალისხმება სჭირდება, თუმცა იმედოვნებს, რომ შედეგი პოზიტიური იქნება.

„ჩვენ ვიცით რომ საქართველოში პოლიტიკური მღელვარებაა. გვსურს, რომ ამ პროცესიდან საქართველო გამოვიდეს თავისუფალი, სამართლიანი და ყველასთვის მისაღები საარჩევნო სისტემით. გვესმის, რომ ამას ძალისხმევა ჭირდება. იმედი გვაქვს, შედეგი პოზიტიური იქნება... მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია მართავს ქვეყანას, ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ვმუშაობთ. ასევე ვმუშაობთ ოპოზიციასთან. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველასთან და გვინდა ეს შევინარჩუნოთ. ჩვენთვის ღირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, NDI-ის და IRI-ის საქმიანობა საქართველოში", - აცხადებს დემოკრატი კონგრესმენი დევიდ პრაისი.

ცნობისთვის, ქართული დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. ისინი კონგრესის, ადმინისტრაციის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ხვდებიან. დელეგაციას შეხვედრებზე უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია წარმოადგენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა