კონგრესმენი ადამ კინზინგერი - ის სიტუაცია, რომელიც საქართველოშია, კარგად არ დამთავრდება და გაგრძელდება  - ამიტომ ოპოზიციამაც და მთავრობამაც ერთად უნდა იპოვონ გამოსავალი

ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოშია, კარგად არ დამთავრდება და ის მხოლოდ გაგრძელდება- ოპოზიციაც და მთავრობაც უნდა დაჯდეს მაგიდასთან და ერთად იპოვონ გამოსავალი,-ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ქართული დელეგაციის წევრებთან-ირაკლი კობახიძესთან, კახა კუჭავასთან და ირაკლი ბერაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ადამ კინზინგერმა ისაუბრა მისი და მისი კოლეგის ჯერალდ კონოლის წერილთან დაკავშირებით, რომლითაც მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართეს და განაცხადა, რომ ის პოლიტიკაშია და მიჩვეულია, რომ „ყველა კმაყოფილი ვერ იქნება“.

„მე პოლიტიკაში ვარ, ამიტომ მიჩვეული ვარ, რომ ყველა ვერ იქნება კმაყოფილი. ჩვენ წერილში ნათლად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება. ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი ინტერპრეტაცია. ჩემი გადმოსახედიდან გეტყვით: მე არ ვირჩევ არცერთ მხარეს. მე უბრალოდ თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მინდა, საქართველო იყოს წარმატებული. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ ჩავარდნილი რეფორმებით, რომლებსაც ქართველ ხალხს დაჰპირდნენ და სხვა მოვლენებით, რომლებზეც გვესმის. ვუყურებ ქართული ახალი ამბების ყველა ვერსიას, უფრო დიდ დროს ვუთმობ , ვიდრე ამერიკულ ახალ ამბებს", - აცხადებს კინზინგერი.

კონგრესმენის თქმით, შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება.

"პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში მყოფ პარტიას აკისრია. ეს ამერიკაშიც და სხვაგანაც ასეა. ვწუხვარ, რომ საარჩევნო რეფორმებს პარლამენტმა ხმა არ მისცა. როცა, საქართველოში ვიყავი დამპირდნენ, რომ რეფორმა გავიდოდა... ვფიქრობ, მხარეები უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იპოვონ პრობლემის გადაწვეტის ყველასთვის მისაღები გზა. ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოშია, კარგად არ დამთავრდება და ის მხოლოდ გაგრძელდება. ამიტომ ოპოზიციაც და მთავრობაც უნდა დაჯდეს მაგიდასთან და ერთად იპოვონ გამოსავალი. ეს არ იქნება ადვილი,მაგრამ ეს დემოკრატიის ნაწილია", - ამბობს ადამ კინზინგერი.

ცნობისთვის, ქართული დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. ისინი კონგრესის, ადმინისტრაციის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ხვდებიან. დელეგაციას შეხვედრებზე უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია წარმოადგენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა