მარიამ ჯაში - ცოტნე გამსახურდიას ოპერაციის გახანგრძლივება უკავშირდება  ჩარევას, რომელიც მოითხოვა მრავლობითმა დაზიანებამ

ცოტნე გამსახურდიას უკვე დაახლოებით ხუთი საათია ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება. როგორც ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე, მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში განუცხადა, ოპერაციის გახანგრძლივება უკავშირდება იმ ჩარევას, რომელიც მრავლობითმა დაზიანებამ მოითხოვა.

"5 საათია უკვე მიმდინარეობს ნეიროქირურგიული ოპერაცია. კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე როგორც მოგახსენეთ, გამოვლინდა მრავლობითი სისხლჩაქცევები და მძიმე ქალა ტვინის ტრავმა. ხანგრძლივდება ოპერაცია და დილის 8-ის ნახევრისთვის, 8 საათისთვის დასრულდება ალბათ. ოპერაციის მიმდინარეობის გახანგრძლივება უკავშირდება იმ ჩარევას, რომელიც მოითხოვა მრავლობითმა დაზიანებამ და დიდი იმედი გვაქვს და ყველაფერს აკეთებენ ექიმები, რომ წარმატებით დასრულდეს ოპერაცია. რამდენიმე საათში გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია. უშუალოდ ქირურგი მოგაწვდით დამატებით დეტალებს,"- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ცოტნე გამსახურდია თბილისში, ვერაზე დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით,ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს