დავით უსუფაშვილი - ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზეთ არაერთი წინადადება, მაგრამ ისინი ამ წინადადებაზე უარს ამბობენ

ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზეთ არაერთი წინადადება, მაგრამ ისინი ამ წინადადებაზე უარს ამბობენ, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება დამშვიდება.

„ვხედავთ, რა ხდება საზოგადოებაში. პოლიტიკურ პროცესებში გამეფებულმა მტრობამ ქვეყანა მიიყვანა კატასტროფის ზღვარზე. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სამართლიანი არჩევნების განცდა, მოსახლეობას სჭირდება განცდა, რომ არჩევნების გზით ცვლილება შესაძლებელია და ამ ცვლილების შემდეგ ქვეყანა დაწყნარდება. სწორედ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს პროპორციული სისტემა. მე არ მგონია, რომ პროცესი ამ შეხვედრით დამთავრდება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ადეკვატური იქნება ხელისფულება იმის გააზრებაში, თუ რა ხდება ქვეყანაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა