ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიტიკური ნიშნით დევნა 2012 წელს დასრულდა

ცოტნე გამსახურდია თქვენმა ბელადმა მიხეილ სააკაშვილმა უსამართლოდ ჩასვა ციხეში, - ასე მიმართა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტნე გამსახურდიას დაჭრასთან დაკავშირებით ერთ-ერთი არხის ჟურნალისტს.

მისივე თქმით, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ის დაისჯება.

„ცოტნე გამსახურდია დაიჭირა მიხეილ სააკაშვილმა 2008 თუ 2009 წელს უსამართლოდ და წლები იჯდა ციხეში. ყველა კრიმინალი იქნება დასჯილი, ვინც ასე ვთქვათ, ჩაიდინა დანაშაული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნა 2012 წელს დასრულდა და ნებისმიერი სპეკულაცია და მანიპულაცია არის საფუძველს მოკლებული.

„რა შუაშია პოლიტიკა, თქვენ ყველაფრის პოლიტიზირებას ნუ ახდენთ, პოლიტიკური ნიშნით დევნა არის თქვენი ხელწერა, თქვენი პარტიის“, - მიმართა ღარიბაშვილმა ერთ-ერთ ჟურნალისტს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა