გრიგოლ ვაშაძე - „ქართულმა ოცნებამ" მოიტანა წინადადება, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია, ასეთი არასერიოზულობა არ მინახავს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მმართველი პარტიის შეთავაზება საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით აბსოლუტურად მიუღებელია.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის და საზოგადოების მოთხოვნაა ნუ იქნება ისეთი სისტემა, რომელიც სახელმწიფოში შეინარჩუნებს ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას.

„მმართველმა გუნდა მოიტანა წინადადება, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი და არ მესმის ამ წინადადების მოტანის აზრი თუ არა რაღაცნაირად ჩვენი მედიატორების თვალში გამოჩენა რომ „მზად ვართ კომპრომისისთვის“. მოიტანეს წინადადება, რომ 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით 50 მაჟორიტარი და 100 პროპორციული დეპუტატი და არა მარტო 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს ასე, არამედ საქართველოში ყველა მომდევნო არჩევნები უსასრულობამდე. ასეთი არასერიოზულობა მე არ მინახავს. ეს წინადადება აჩვენებს როგორ წვალობენ. ძალიან მინდა ჩავიხედო იმ სოციოლოგიურ კვლევებში, რომელიც აიძულებს მმართველ გუნდს ამ წვალებაში იყოს. დიალოგს თავს ვერ ანებებენ, საერთაშორისო მედიატორებს ვერ ეუბნებიან მონაწილეობას არ მივიღებთო, ესმით რომ კომპრომისი მათგან უნდა წამოვიდეს და ისიც ესმით, რომ ქუჩაში, სახელმწიფოში, საზოგადოებაში საშინელი კრიზისია.

არ ვიცი როდის გაგრძელდება მოლაპარაკებები. ჯობია მოლაპარაკებები ამ ოთახში, ვიდრე დაპირისპირება ქუჩაში, მაგრამ ერთი რამ მმართველმა გუნდმა უნდა გაიგოს, ჩვენ მზარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებს და საერთოდ საქართველოს ამომრჩეველს ვერასდროს ავუხსნით თუ დავთანხმდებით რამეს, რაც განსხვავდება მათი კარდინალური მოთხოვნისგან. ნუ იქნება ისეთი სისტემა, რომელიც სახელმწიფოში შეინარჩუნებს ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მომავალ პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს. შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-მდე გაიზრდება ამ სისტემაში პროპორციული წილი. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, იქნება 100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული მანდატი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა