დავით უსუფაშვილი - დღეს ხელისუფლებამ გვითხრა, რომ მოგვეხმარეთ პროპორციული არჩევნების საერთოდ გაუქმებაშიო

დღეს ხელისუფლებამ გვითხრა, რომ მოგვეხმარეთ პროპორციული არჩევნების საერთოდ გაუქმებაშიო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხელისუფლებასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ეს მოლაპარაკებები დაიწყო იმისთვის, პროპორციული სისტემის ჩავარდნის შემდეგ მისი ადეკვატური სისტემა მოენახა.

„ამიტომ შევთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი ქართულად ადაპტირებული. დღეს მაგიდაზე დევს ჩვენი შეთავაზება, რომელზეც ხელისუფლება ამბობს, რომ ის არ მოსწონს და დღეს დაიდო მაგიდაზე ხელისუფლების შემოთავაზება, რომელიც საერთოდ სხვა სიბრტყეშია. ისინი გვეუბნებიან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვაქვს, ამიტომ 2024 წლისთვის პროპროციულ არჩევნებს ვერ გავაუქმებთ, არადა გვინდა რომ გავაუქმოთ და ამაში მოგვეხმარეთო. გაფუჭებაში არ მოგეხმარებით, ვეუბნებით რომ გაკეთებაში დავეხმარებით. გაკეთება კი არის ის, რომ ჩვენ შევთანხმდებით პროპორციულ სისტემაზე ამ მოდელით ან რამე სხვა მოდელით. გრძელდება ფიქრი. მაქვს იმედი, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. ეს იქნება რთული, მაგრამ ამის იმედი მაქვს. ყველა ქვეყანაში ყველა რევოლუციას ამწიფებს ხელისუფლება. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რევოლუციური ცვლილება ამ ქვეყანაში არ მოხდეს,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს