ვახტანგ გომელაური - ვუსამძიმრებ ლუკა სირაძის ოჯახს, ყველა ჩვენგანისთვისაც ეს არ არის რაღაც რიგითი შემთხვევა - უმძიმესი შემთხვევაა

ვუსამძიმრებ ლუკა სირაძის ოჯახს, ყველა ჩვენგანისთვისაც ეს არ არის რაღაც რიგითი შემთხვევა - უმძიმესი შემთხვევაა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბათუმში განაცხადა.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს სახელმწიფო ინსპექტორთან.

„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, ოჯახს ვუსამძიმრებ. პირველ რიგში, ოჯახისთვის, მისი მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის არის ყველაზე მძიმე. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვისაც, ეს არ არის, ვთქვათ, რაღაც რიგითი შემთხვევა - უმძიმესი შემთხვევაა.

ამას მოჰყვა შემდეგ კიდევ ორი, ასევე, სუიციდის ფაქტი. ერთი მოხდა ბათუმში, მეორე- სამეგრელოში, იქაც არასრულწლოვანი იყო და დაფიქსირდა რამდენიმე მცდელობა.

ვფიქრობ, ეს უნდა გაჩერდეს, ეს არის პროვოცირება პირდაპირ ამ სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანების და ძალიან ცუდია. მინდა, ხაზი გავუსვა, ასევე, ჩვენი გამომძიებლის დაკავების ფაქტს. ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო ინსპექტორთან. რაც შეგვეძლო, ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ, რაც მოითხოვეს და ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა და უსამართლოდ არ დაისჯება, არც ერთ ადამიანი - ეს იქნება პოლიციის თანამშრომელი თუ მოქალაქე", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს