ვახტანგ გომელაური - დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ მოქალაქეს, რომელიც საავადმყოფომდე მიჰყვა დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ მოქალაქეს, რომელიც მიჰყვა საავადმყოფომდე დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. შს მინისტრმა პირველ მოადგილე კახა საბანაძესთან და აჭარის რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებთან ერთად, ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი მოინახულა.

გომელაურმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეს, რომელიც დაშავებულ სამართალმდაცველს საავადმყოფომდე მიყვა და მედპერსონალს, ვინც მისი სიცოცხლე გადაარჩინა.

„რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენი პოლიციელის დაჭრა. მოულოდნელად მოქალაქე აჩერებდა და ყელში მიაყენა 2 ჭრილობა, რომელიც ძალიან მძიმე ჭრილობები იყო.

შემდეგ უკვე მეწყვილემ მოახერხა დამნაშავის ადგილზევე დაკავება. ასევე ჩაერთო მოქალაქე, რომელიც მიეხმარა. დიდი მადლობა მინდა იმ მოქალაქეს გადავუხადო, რომელიც მიჰყვა საავადმყოფომდე და მადლობა დიდი ექიმებს, მედპერსონალს, ვინც ჩაერთო და გადაარჩინა ჩვენი პატრულ-ინსპექტორი. პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე გამოვა სამსახურში, ჩაერთვება ისევ მუშაობაში. მინდა ხაზი გავუსვა, ყველა პოლიციელი, პატრულის ყველა თანამშრომელი იქნება თუ კრიმინალური პოლიციის, ყოველ დღე უწევთ გასვლა და ასეთ შემთხვევებზე შესწრება. სახლიდან რომ გამოდიან ნამდვილად არ იციან, დაბრუნდებიან თუ არა სახლში ცოცხალი ან ჯანმრთელი. მინდა, რომ ყველამ პატივი ვცეთ ამ ადამიანებს. გმირები არიან ნამდვილად ჩვენი პოლიციელები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა