ელენე ხოშტარია ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაზე - ეს არის რუსეთის სასტიკი სახე, რომელიც ადამიანებს კლავს, აპატიმრებს და შეურაცხყოფს ჩვენს სახელმწიფოს

ეს არის რუსეთის სასტიკი სახე, რომელიც ადამიანებს კლავს, აპატიმრებს და შეურაცხყოფს ჩვენს სახელმწიფოს, - ასე გამოეხმაურა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

როგორც ხოშტარია აცხადებს, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მუშაობა, რათა რუსეთზე ზეწოლა მოხდეს.

„ვაჟა ექიმმა ფაქტობრივად თავი გაწირა იმის გამო, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს მთელმა მსოფლიომ. ამ დროს, რას შვება ჩვენი ხელისუფლება? მთავარი კითხვა არის ეს. გარდა იმისა, რომ ამაზე ხმამაღლა არ ყვირის, მთელი მისი ენერგია მიდის ოპონენტების დევნაზე, ამერიკელების ლანძღვაზე. ახლა ჩვენი მთავარი საყრდენი ვაჟა ექიმის გამოხსნაში არიან ამერიკელები. "ქართულ ოცნებას" სკამზე მობღაუჭების გამო უტრიალდება ენა, რომ ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები გალანძღოს. ახლა მიდის სასამართლო პროცესები, სადაც კუხიანიძის გაპროტესტებაზე ასამართლებენ ადამიანებს. ყველაფერი შეტრიალებულია. არათუ, არ მუშაობს ხელისუფლება, ხელისუფლება ებრძვის იმ ადამიანებს, ვინც დგას ამ საერთო ღირებულების მხარეს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით ხმამაღლა პროტესტი, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, ასევე ქვეყნის გარეთ მუშაობა, რომ ზეწოლა მოხდეს რუსეთზე", - განაცხადა ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო