ცოტნე გამსახურდიას მეუღლე - ცოტნე სასტიკად არის ნაწამები, თავში ოთხი ჭრილობა აქვს, ორი კი მკერდში

ცოტნეს თავში ოთხი ჭრილობა აქვს, ორი კი მკერდში. დანით აქვს დაზიანებული თავის ქალა,- ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა „ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოში განუცხადა.

ანა ჯაბაურის თქმით, მის მეუღლეს სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს. ჯაბაური ამბობს, რომ მომხდარზე უკვე პოლიციამ გამოკითხა. ჯაბაურის თქმით, ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმა მაშინ, მოხდა როდესაც ის კოლხური კოშკის ჭიშკრიდან გავიდა და „გამოდის, რომ მას ელოდებოდნენ".

„მძიმე მდგომარეობაში ვარ. მომხდარზე არაფრის თქმა არ შემიძლია. სახლიდან სრულიად მშვიდად გამოვიდა. პირდაპირ ჭიშკართან დაესხნენ თავს. არანაირი გასროლის ხმა არ გამიგია. სასტიკად არის ნაწამები. თავში ოთხი ჭრილობა აქვს, ორი კი მკერდში. დანით აქვს დაზიანებული თავის ქალა. ამას მხეცის მეტი ვინ გააკეთებდა“, - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა