დიმიტრი ცქიტიშვილი - დღეს კიდევ უფრო გააქტიურებაა საჭირო იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლდეს

მე ვფიქრობ, რომ დღეს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, არა შენელება ამ პროცესის, არამედ კიდევ უფრო გააქტიურება იმისათვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლდეს”,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დარჩენა საერთაშორისო სამართლის ყოველგვარ პრინციპებს სცილდება.

“მე არ მგონია, რომ ხელისუფლებას რამე შესაძლებლობა ჰქონდა ამაზე მეტი და არ გააკეთა. ფაქტია, რომ ოკუპაციის პირობებში პრინციპულ ბრძოლას აცხადებს საოკუპაციო რეჟიმი და ეს ადამიანი მძევლად დაიტოვეს და ჰყავთ ჯერ კიდევ , მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მცდელობა იყო მისი გათავისუფლების ოფიციალური არხებითაც და არაოფიციალური ურთიერთობითაც. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ისინი მის გმირულ დამოკიდებულებას ასეთი მეთოდებით პასუხობენ და ალბათ არის მცდელობა, რომ გატეხონ ეს ადამიანი. როგორც ჩანს, ბატონი ვაჟას მიმართ პრინციპული დამოკიდებულება გამოაჩინეს იმიტომ, რომ სხვა ყველა შემთხვევაში დაკავებულებს ჯარიმის საფუძველზე ათავისუფლებდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან ბატონმა ვაჟამ არ აღიარა ის, რომ საზღვარი გადაკვეთა, რაც პრაქტიკულად სიმართლეს შეესაბამება, ასე პრინციპულად ჯიბრში ჩაუდგნენ და უნდათ, რომ სამაგალითოდ დასაჯონ. საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უნდა გავაგრძელოთ ყველანაირი მცდელობა, რომ ის ადამიანი დაუბრუნდეს თავის ოჯახს რაც შეიძლება მალე”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, ცხინვალის ე.წ სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა და მას 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო